ნარკოზის სონეტი
#ლექსები ნინო დარბაისელი ნარკოზის სონეტი (სონეტის დრამატიზაციაში ვვარჯიშობ, დედი, ისე, სტამბულის კაჟივითა ვარ!) სამკალი - მართლა უხვია, კალია-ღაა მომკალი. - ჭრილობა გადაუხვია?- - ნერსის ხმა, ხელში - ბოკალი, ბოკალში - ლიმონათია, არა რამ ალკოჰოლი და ეკუთვნის, ღამე ათია. რაღაცა მესმის ჰოლიდან?! ადგილობრივი ნარკოზი? - ალბათ მთლიანი ერჩია. ხახა მაქვს ამონაგოზი. რა მტკივა? რაღაც - ფერდშია! ახლა თუ არ ხარ მომკლავი, ღმერთო, სჯობს გამიხმო მკლავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი