კაირო. გიზა
#ლექსები ნინო დარბაისელი კაირო. გიზა (სონეტი) ქვეყანა ძილს რომ დაიმძიმებს, ჩემთან გამოდი, დე, მიეძინოთ მუეძინებს ბნელ საღამოთი! და ანათებდნენ მეჩეთები, აქ სიშორეში, შემოვილიე მე - “ჩათები”, აღარ მოვეშვი! ვიხილოთ ღამის პირამიდა - მართლა ახლოდან. მე ხეტიალი - შენთან მინდა, მინდა ვახლო თან ხელი გრილ კედელს, ხაოს მისას- - მარადჟამისას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი