სფინქსი
#ლექსები ძველია, 2016 წელიო. ვიპოვე , ექსპრომტი ყოფილა და ცოტა დავამუშავე სფინქსი (იუმორესკა) სფინქსის ყურქვეშ ჩიტებს უდევთ ბუდე. გზა იქამდე - ცხელია და მრუდე. ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის, შემკრთალია ლანდი გადამზიდის და არავის ჰყოფნის ეშმაკობა, ერთხელ მაინც შეეკითხოს ქოფაკს, რა აყეფებს ისე გახელებით, რომ ფრთხებიან მუდამ მნახველები. რომ ფრთხებიან ცხენ-ვირ-აქლემები: - ავიწყვიტე, ჯაჭვით აქ მე - ვები! გამიყოლეთ! ვიცი, გზაა დიდი. მეც ხომ მინდა ნახვა პირამიდის. ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის. 2016 ლექსის დასაწყისი მეტაფორად ჩანს. თითქოს პლასტებში ჩაღრმავების საშუალებას იძლევა: სფინქსი - წარუვალობა და ჩიტები - წარმავალობა. სფინქსი - მარადიული მაცნე და ჩიტები- მისი წარმავალი ,,მესინჯერები” და ასე შემდეგ. მკითხველის უფრო დიდფრთებიან ფანტაზიას არ გაუჭირდება , ხიდიც გააბას ანდაზასადაწარუვალ წარმავალობას შორის და დაასკვნას. რაკი მიზანს დაისახავ, გზიდან აღარ გადაუხვიო , უკეთესია, ხელის შემშლელს გაუგო, მასში მოკავშირე ეძებო, ინტერესი გაითვალისწინოო და მისთ. არადა, ადრე თავშესაქცევად დავწერე ფბ - მეგობრებთან საუბრისას. სფინქსის ყურქვეშ რომ ნამდვილად ჩიტების ბუდეა, ფოტოს ნახვა შეგიძლიათ ფეისბუქის ჩემს გვერდზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი