მემენტო ვივერე


#ლექსები

ნინო დარბაისელი

მემენტო  ვივერე!

მორევი  მერევა.
მე რა ვარ?!
- მცურავი,
მცურავი მორი!
მომწყინდა  ამდენი  “მემენტო მორი” და
სულ აღარყოფნაზე  ფიქრები.
ვიდრე ვარ - ვიქნები!

მზე ქრება?! - 
 ბნელეთის შევიძლოთ გაღება!
- აანთეთ,  სადაც რა ინთება,
 კოცონი, ბუხარი,
 ფარანი, სანთლები, 
ბრები და შანდლები, 
ყველგან  ჩახჩახებდეს  ჭაღები,
ჭაღები!

ჩაბურულ  სიცოცხლეს  ასე ველაღები,
ვეიალაღები!

ჩემია,
ჩემია მომენტი, 
მე  უკვე დავიწვი
და ბოლად ქცეული
ცამდე ავიწვერე!
მერე დავიცერე, 
მერე გავილიე…
“წერე, 
წერე, 
წერე!”
მერე, 
ამის მერე?!
 რას დაეძებ მერე,  ყოფნა შეიფერე!
Memento vivere!-
არ -  მემენტო მორი!- მემენტო ვივერე.
მემენტო ვივერეეეე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი