ქარია და დგას ხეები გადაზნექით
ნინო დარბაისელი ქარია და დგას ხეები გადაზნექით *** ქარია და დგას ხეები გადაზნექით. ესეც - ასე! გზაჯვარედინს მოვადექით. უკან - ორმა ერთად დავწვით ყველა ხიდი, ქვისა, ხისა თუ ბაწრისა - დასაკიდი. გზა არ მოსჩანს, სადაც ერთად დავეტევით. რა გამოვა დარდით, ბჭობით, ღამის თევით! ამას იქით - ბილიკია საცალფეხო, ან გადაგჩეხ, ან შენ უნდა გადამჩეხო; კიდევ ერთი ბილიკია - გასაკვალი, არც ბილიკი, სარეველას გზა მზაკვარი. ვინც წინ წავა, არ მოელის გადარჩენა, დარჩები და სიკვდილია - აქ დარჩენა და ირგვლივაც - სიკვდილია, ქვეყნის კიდე. რა სჯობია, შენ წახვალ თუ მე წავიდე? დაქანცულნი ვცვივით, კი არ წამოვწექით. ...ქარია და დგას ხეები გადაზნექით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი