ვიდრე გაიავდრებდა
#ლექსები ნინო დარბაისელი ვიდრე გაიავდრებდა (ციკლიდან - ეტიუდები) ,,ქარმა არივ-დარია ჟამ-კარი და ცა. ღმერთო, რა ავდარია, ცა ზედ დაგვექცა. ვიდრე გაიავდრებდა, ველი გადახმა, მოისმოდა შორიდან ჭრიჭინათა ხმა. მანდ კი მზე მოჰფენია ია-ვარდს და ნეხვს, ვის- ახარებს, ხოლო ვის - რისხვას დაატეხს. მთვარე - ტოლად ანათებს სასახლეს თუ ჭვავს, ბადრია თუ ნამგალა, არასოდეს წვავს, დარი ძველი დაირის, დარი ბეჭდის თვლის, მშვიდად დაიარება და ვარკვლავებს თვლის. ვარსკვლავების რა გითხრა, ერთი ბაძავს მზეს, ერთი - მთვარის სინაზეს, ვნებას, მუდამ ზეს”... დრომ ეს ძველი წერილიც როგორ გაცრიცა! რაღა დაგვრჩა ზიარი? ცა და მარტო ცა.ს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი