სონეტი გასვენებისა
#ლექსები ნინო დარბაისელი სონეტი გასვენებისა ყველაზე გვიან ვინ იჯერებს ახლობლის სიკვდილს? - ჭირისუფალი. უყურებს კუბოს თუმცა თავახდილს, შიგ უწევს ცალი - ძვირია კუბო ოქროსფერი სახელურებით, თაიგულებით. განაგრძეთ ასე! - ამბობს მკვდარი - მე - მეყურებით და მეგულებით. წარმოდგენაა, მიმომსვლელთა შესაქცევარი, სამ-ოთხ დღიანი, აბა, რა გინდა? - აბი, თოკი ანდა მტკვარი, სროლა - ხმიანი?! ჭირისუფლისთვის?! - ჯდომა მუდამ იქნება ძნელი. დგას - საკოცნელი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი