სონეტი გზადმიმავალისა
#ლექსები ნინო დარბაისელი სონეტი გზადმიმავალისა - წინ იყურე მუდამ, ვინც რა უნდა თქვას! თუ გაივლი მრუდად, ფეხს წამოკრავ ქვას. უკან-უკან ცქერით ვინ წასულა წინ, ვის დაუხვდნენ ქერით, ახლა ან უწინ? ჩხრეკ ამ წარსულს ისევ, წინაპართას, მზას? დარდებს შემოისევ მისდევ პაპათ გზას? გითხრეს წინდაწინ: :- წინ იყურე, წინ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი