რილკე. ეგვიპტე. გიზა
#ლექსები ნინო დარბაისელი რილკე. ეგვიპტე. გიზა მოვალ, დაგელოდები დიდი სფინქსის თათებთან. გამოჩნდები გვიანი, თვალებს მომანათებ თან. გელის სფინქსი მდუმარე, ვერავისგან ძლეული და ლოდინში გასულა სამი ათასწლეული. სილის უდაბნოეთი, ირგვლივ - არე ულევი. ნეტა აქ რას დავეძებთ თავგზაარეულები. სადღაც, შორით მოისმის ხმები ბედუინური… რილკეს - ელეგიები - მახსოვს მე- დუინური. მისი მოგზაურობა, პაპირუსი, ნილოსი, ელანდებათ იგი დრო პალმებს სანაპიროსი. ალბათ რილკეს ხსენებამ გააღვიძა წარსული, ავსული და არსული, წარსული - დათარსული. დღისით სილა მხურვალე, ღამ-ღამობით ცივდება. ცვდება გადატანილი, სირთულე - მარტივდება. ბნელში გათამაშდება სცენა ბევრჯერ ნაცადი: მე ვარ ქალად ქალადი, შენ ხარ - კაცად კაცადი. ცივა როგორ, ლანდსაც კი გეკრობი ნაციები… სულ უდაბნოს ბრალია ჰალუცინაციები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი