ძველი დუქანი
#ლექსები ნინო დარბაისელი ძველი დუქანი ნეტა თბილისში ისევ არის ძველი დუქანი? - კასრის თავზე რომ საქეიფო სუფრა იშლება, უჩვეულოა იქ სტუმრობა, თან ხარ თუ ქალი. ამ ერთსაც ვიტყვი, ვიდრე ხსოვნა სულ წაიშლება. და იმ დუქანში სმა უყვარდა გელა ჩარკვიანს, და იმ დუქანში სმა უყვარდა გია მირზაშვილს, გელა? ვინ - გელა? დღეს რომელიც მიწას ჩაჰკვრია! გია? მხატვარი - თან პოეტი, ვიღაც - მიზანში! ალკოჰოლია - კაცი - მჭლე და ლუკმა - მსუქანი, ნაფიქრი - სწორი, ნაბიჯი კი - არეულია. მაგრამ თვალები?! - უცნაურად. მონაშუქანი. თითქოს გკითხავენ - “აქ - ერთადერთს არ აუვლია? ფიცარზე ყრია მწნილი, მწვადი…ჭიქა ასწიე! “აქ დაცლაზე ვართ, ვართ ლოთები, ვინ რას ელოდა!” ვეცადე, მაგრამ იმ დუქნამდე ვერ მივაღწიე, (საუკუნეა, წასული ვარ საქართველოდან). და ახლა როცა დღეები მაქვს განამუქანი, გულის სიღრმიდან რომ ამომაქვს სიტყვა თუ ქანი, უკვე არაკებს არ მიყვებიან როცა რუქანი, მომნატრებია გია, გელა, ძველი დუქანი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი