მზე-ქვის სონეტი
#ლექსები ნინო დარბაისელი მზე-ქვის სონეტი პირამიდის წვერზე მზე რომ გაიშლება, სიცივეა ჯერაც. თუკი შეესწარი, იტყვი: აი შვება, სასწაულის მჯერა! ღვიძავთ ბედუინებს, ლანდებს მონაყინებს აფრთხობს ნაყვირები. ყარან აქლემები. ვირს რა აყროყინებს? ყრია აღვირები. შარდის მძიმე სუნი მზეში გამძაფრდება, ყნოსვა ეგუება. ქრება მოჩვენება - მოქათქათეფრთება, გული გეგულება. მოკვდავს ერჩის ოდენ აწმყო და მერმისი, ქვაა - მარადისი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი