ლაველასური (სონეტი)
#ლექსები ნინო დარბაისელი ლაველასური (სონეტი) მანერა - რბილი, ენა - ტკბილი, ლაველასური. ბევრიც მოწყვიტე აკოკრილი ვარდი სასური. ლამაზი?! ასი თუ ათასი, ათიათასი! წესიერისა და ტურფასი იცოდი ფასი. ჰო, კლარისაა - ყველა ქალი, შენ - ლაველასი! თითქოს გევალა გაუმქრალი ტრფობა ყველასი. უქრება სასო, ელის შველასო, შენ?!- ლაველასო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი