კატური სონეტი პედროს
#ლექსები ნინო დარბაისელი კატური სონეტი პედროს სადაც წავედი, ყველგან დამხვდა შენგვარი, პედრო! ვამბობ, რა, ყბედი! შენ - კატობა რად დაგაყვედრო? გაქებ ტორიანს, ყველგან როგორ გამომეძურწე. მთელს ისტორიას ოქროს აკვანს შენ როგორ ურწევ? ზოგან - წითური, ზოგან - შავი, უფრო - ჭრელები. “ნუ ხარ ბითური, სენს შეგყრიან - აუცრელები!” სუყველგან კატა! ეს კანტატა რას მიემატა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი