უცოდინრობის სონეტი
#ლექსები ნინო დარბაისელი უცოდინრობის სონეტი უცოდინრობის ოკეანეს, მარტო რომ შევრჩი, დამატყდა ფუჭად მოკაკანეს ტორნადო, სმერჩი, რომ მივხვდი, მხსნელად აღარავინ გამოჩნდებოდა, ვინ მიშველიდა, აუხსნელად ბევრიც მებოდა, ავყევი ზვირთებს, ხან ჩავყვინთე, ხან ვყლაპე წყალი. კუნძული ვნახე - ცეცხლი ვინთე, დავრჩი ცოცხალი. სიმარტოვეში - სიმგვანეა! - - ოკეანეა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი