ტუტენჰამონო!
#ლექსები ნინო დარბაისელი ტუტენჰამონო! (სონეტი) უცნობო, უცხო, უცნაურო ტუტენჰამონო, რად მინდა, შენს ლანდს უხმაურო თავი ვამონო, ამ ოქროს ეტლით ისტორია გადიგრიალე! ვდგავარ და ვფიქრობ, რის ტოლია ცა მოკრიალე, ან მზე, მთვარე და მნათობები, რომ გვაქვს საერთო? წარმავალს რატომ არ მეთმობი? მარადს შევერთო? თუ ხარ მუმია, მუზეუმი - - ოპტიმუმია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი