მეგობრობისა


ნინო დარბაიაელი

მეგობრობისა
(ციკლიდან - ეტიუდები)


შეიყარა ერთხელ სამი ბრძენი.
სიბრძნე ჰქონდათ - ყოფით შენაძენი.

ერთმა ბრძანა: - მეგობარი არის -
კაცი ჭირში მუდამ გვერდით მდგარი.

მეორემ თქვა: - ჭირში გამოჩენა
მტერსაც უყვარს, თუ აქვს გამორჩენა.

ჭირში  - გვერდით, ლხინში - დაკარგული?
მეგობარი - ლხინში ხარობს  გულით!

მესამემ თქვა:  - დალხინებულს ბევრი
ეტმასნება ყალბად, ენამჭევრი.  

მეგობარი?! -  თქვენს წესს ეურჩება,
ჭირშიც-ლხინშიც  - სულ მეგობრად  რჩება.

ვინ გაუგებს კაცებსა თუ მხეცებს?
ვინც არ გვწადის, გვერდით მოგვეკრობა.
ნეტა როგორ მეგობარსაც ეძებს.
თვით ვინ გასწევს ისეთ მეგობრობას?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი