სონეტი - ჩვენ!


#ლექსები

ნინო დარბაისელი

 სონეტი - ჩვენ!


ჩემთაობელებს უკვე
ხანდაზმულები გვქვია.
სად გაქრა სიჭაბუკე, 
რა წისქვილს დაუფქვია?

ქვეყნად რა აღარ ვნახეთ, 
ეპოქებს  მოვესწარით,
გვცნობენ  გარდასულ სახედ,
ნებით  ტკბილს არ ვცვლით   მწარით?

ხმაურიც კარგად ვიცით
ჩვენ - ართქმას ნაჩვევებმა, 
ვერ მოგვატყუონ ფიცით
კაცობის ნარჩენებმა.

სიცოცხლის სიხალისევ, 
ვინც დავრჩით,  ვდგავართ ისევ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი