ვერაპინული
#ლექსები ნინო დარბაისელი ვერაპინული (ექსპრომტი მერაბ კვიცარიძეს, რომელიც ბრძანებს, “ნული არის ბუდისტთა მიერ შექმნილი არარაობა”) მეუბნებოდა: - მისმინე, ნინო, ნინუცა, ნინული, აი ბუდისტთა ნიშნული - არარაობა და ნული - საწყისი ყოველივესი, თუმცა არ ქრისტიანული. მერეა სხვა ყველაფერი: ცა - ყინვით გადამინული, შიგ სული გამოყინული მზის სხივი გადაღუნული და შემოდგომის ქარებში ღრუბლები გადაზვინული, სიავეც სარკინოზული თუ რაღაც სარაცინული და მომლოდინე ერისა - უკვდავებისა ბინული სხვა?! ინტერნეტის ხანაში - პოსტია ვერაპინული. … მე: - განა როსმე ღვაწებით იქნება მერაბი - ნული?! ქართული საქმის კეთების ჟინი აქვს მართლა რკინული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი