მწყობრული
მწყობრული - - - - - - - წელში ხრის საპალნე სახედარს, თუ ბარგი ზომაზე მეტია. რაც ჯაფა დაგვადგა, ვინ ხედავს, ჩვენს ტყავში ვინ შემოეტია! ვთხრით, ვანგრევთ, ვჩეხავთ და დავცინით, თან ვხარობთ, ვხალისობთ ღლიცინით, საღვთო რომ გვექცია საქაჯედ, შხამ-ბალღამს ვასმევთ და გავტანჯეთ. ჰო ასე, მტერო და მომხვდურო, სიზანტე არ გვისაყვედურო, ჩვენ მეათასედიც გვეყოფა, ფასი ჩვენს სამშობლოს რაც ადეთ. ამოვთხრით და მუქთად მოგართმევთ, გვაცადეთ, ბატონო, გვაცადეთ! 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი