პიცერია
#ლექსები ნინო დარბაისელი პიცერია ცაზე, სადაც მაღალი ღრუბლის წვერია, რაღაც, გაურკვეველი სიტყვა წერია. დახოცილნი ცვივიან ანგელოზები, რა მიშველის? - ლოცვა და ავგაროზები. მინდა ცოდნა, მაგრამ ვერ გამიმხელია. წერილია - წამალი? ვისი ხელია? ვერც გავიგებ, სხვა ქვეყნად ისე წავალო, არ არსებობ ამქვეყნად ჩემთვის, წამალო! რაა ადამიანი? - ერთი მწერია. დაბლა დაშვებულია? - უფლის ცერია! გავა ორი დეკადა წავალთ ყველანი. დღეს ბავშვები არიან?! ხვალ - ჩვენხელანი! ვიტრინაში - წვიმაა, ცრის … საცერია? არ ამცდება, უფლისგან რაც მიწერია. ასეთ სევდას რადა მგვრის ეს პიცერია?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი