ვითომობანა


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ვითომობანა

ვითომ-ვითომ - თამაშია ესე. 
ვითამაშე, ბევრიც დავიკვნესე.

თავს აჯერებ,  ვითომ მართლა გინდა,
გქონდეს გული  - მგრძნობელი და წმინდა.

პირველ რიგში ვინც თავს დააჯერებს,
დააჯერებს ჯერებსა და ჯერებს.

ვითომ ფეხი მართლა  დამიცურდა, 
(ყველა როგორ უცებ დაფაცურდა!)

არაფერი გვაერთებდა სულ და
ვითომ  მართლა ერთმანეთი გვსურდა!

ვითომ  მართლა გაგებუტე ადრე,
ვითომ შევცბი, უკადრისი მკადრე.

ხელოვნება -  სასახელო ვნება? - 
ვითომია, რასაც გვეუბნება.

სინამდვილე? კიდევ უარესი,
ვითომია - ტკივილუამესი.

ვითომ ხარ და ვითომ აღარა ხარ, 
ქმნი ვითომებს, უცხოს, ახალ-ახალს.

ვითომ იბრძვი,  ხარ და მუშტებს იქნევ.
უვითომო? -  სიკვდილია იქნებ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი