არყოფნეთული
ნინო დარბაისელი არყოფნეთული მე რომ ფრინველი ვყოფილიყავი, მე ვიქნებოდი შენი მტრედი, ვიგურგურებდი შენს სიახლოვეს და ვინმესთვის რომ ხმის მიწვდენა დაგჭირდებოდა, შემომაბამდი მარჯნის ფეხზე პატარა ბარათს, ავფრინდებოდი და ისევ შენთან, პასუხიანად დავბრუნდებოდი. მე რომ მწერი ვყოფილიყავი, მე ვიქნებოდი მუქშავი ტკიპა. კანში მწარედ ჩაგიჯდებოდი, სისხლს ამოგწოვდი და ვერაფრით მომიშორებდი. მე რომ საჭმელი ვყოფილიყავი, მე ვიქნებოდი შენი პური გაუმტკიცავი, გამომცხვარი უსაფუაროდ, სანდო და ხმელი, მაწიერი და შეუხედავი. მე რომ სასმელი ვყოფილიყავი, მე ვიქნებოდი შენი წყალი, ციდან მიწამდე თითქოს ყველგან მოდებული, თავის- უფორმო, თითქოს გემოს და ფერის არმქონე, წყურვილის დროს კი შეუცვლელი. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ… ამ საერთომდე: -მე რომ შენს ქვეყნად ვყოფილიყავი, მე ვიქნებოდი შენი, შენი, შენი და შენი! და არასოდეს დამჭირდებოდა ასეთი ლექსი, თითქოს მარტივი და თანაც რთული - არყოფნეთული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი