საკითხავი მოქალაქური
#ლექსები ნინო დარბაისელი საკითხავი მოქალაქური ვინმეს ესვრიან?! რამ იქურდება?! ვინ რა მოჰკითხოს ამ გულს და ამ ხელს! ყველა - ადგილზე რად ნადგურდება? შემკვეთის სახელს ვერავინ ამხელს! როგორ მოვახვევთ ვინმეს ჩვენ ნებას? დასაძლევები - დაიძლევიან! მკვდარი იქნებ-და იქცეს ჩვენებად, მკვდრები - ჩვენებას არ იძლევიან?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი