ჩემი გოეთე (დათო წერედიანის ხსოვნას)


#ლექსები

ნინო  დარბაისელი

ჩემი გოეთე
(დათო წერედიანის ხსოვნას)

სეირნობისას თუ შემოგხვდა შავი პუდელი
და იმ შავ პუდელს თუ  მიეცი ნავთსაყუდელი,

თუ შენი თანამოსეირნე არის ვაგნერი,
თუ ხართ ორივე დიდი ცოდნის მოანაგრენი.

ბევრიც ილოცო, ხელთ  შეგრჩება მეფისტოფელი, 
იმიერიდან ხდება  შენი ბედისმყოფელი,

შენივე  ხელით  გაგიღია შენ   ჯოჯოხეთი, 
 რომ ამსოფლადვე ჯურღმულების იტანჯო ხედვით.

 ვინ ეტყვის ეშმაკს,  საწყალ ფაუსტს აქ რას ერჩიო
 იქნებ სჯობს მართლა, ჯერ ცოცხალი რომ მიეჩვიო?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი