სონეტი სუიციდური
#ლექსები ნინო დარბაისელი სონეტი სუიციდური რამ მოამრავლა სიკვდილები სუიციდური! გაოცებისგან დაიღლები, სულ იცი დური თანაგრძნობა და აწ იგზნები, რამ გაგახევა! - მწიფეს ესვრიან დამიზნებით, ცვივა - მკვახეა! ვიღაც სულ ამბობს, ჩამოვალო და ვიტყვი მართალს, გეგმა ჰქონდაო სამომავლო, შეხვედრებს მართავს. რაღას უშველის ფიცი?! დია, სუიციდია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი