ანდერძი, რომელიც არა ჰკლავს (სონეტი)


#ლექსები

ნინო დარბაისელი 
ანდერძი, რომელიც  არა კლავს
(სონეტი)

არაფერზე თავს უარი არ უთხრათ,
არაფერი დაუტოვოთ ხვალეს!
არ ღირს რამე  წვალებად და ტვინის თხრად, 
ბაძეთ ჭუკებს, წყალში მოხვანხვალეს.

სვით და ჭამეთ, დიეტები არ იყოს!
გაიხარეთ, რითაც შეგიძლიათ. 
მრიყავენო?! -   ისევ სხვა გაირიყოს,
თქვენ - შეირგეთ, ვინც რა შეგაძლიათ!

იხუტნავეთ,  არ მოშალოთ ხუტება!
რაც გაქვთ, გეყოთ, თვითონ მოიხმარეთ!
კოცნეთ, ვიდრე სული შეგეხუთებათ,
არაფერი არ იქნება ხვალე!

 სხვას ნუ იქცევთ ბედისწერის თერძად, 
ეს ყოველი -  ნინომ გიანდერძათ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი