გასვენება (ასინდეტონური სონეტი)
#ლექსები ნინო დარბაისელი გასვენება (ასინდეტონური სონეტი) რა იყავ, სიცოცხლევ, იმისო? მოვიდა, იცხოვრა, წავიდა! ეგონა, ზეცა მიღიმისო, რჩეული ეგონა თავი და იშრომა, იწვალა, იბრძოლა, აქ ვინ დასტოვებდა? არავინ! ტიროდა და, ცოლი, ბიცოლა, თქვეს, ქვეყნად საფერი არ არის. იკვნესეს, იცხადეს, დამარხეს. წესი, კელაპტარი, საფლავი? ამდენი როგორ მოახერხეს, ვკითხულობ, მე - მოუთაფლავი - -ალბათ, შეიძლება, ვინ იცის, ვალებიც დაიდეს ცივი ცის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი