ვიღაც (სონეტი)


#ლექსები

ნინო დარბაისელი
ვიღაც
(სონეტი)

ვიღაც  დგას ჩვენი შეფასებების მიღმა, 
ვიღაც  დგას ჩვენი ზნეობრიობის მაღლა.
იქნებ რაიმე ჩვენფერს იფარებს ნიღბად,  ანდა იღიმის ამის მკითხველი ახლა.

ჩვეულებრივად  არ გამოუდის ყოფა,
 ვერ იმეორებს დანარჩენების  ქცევას,
განსჯი? სჯობია, პირდაპირ დაგეთოფა,
ფრენას ჩვეული -  ნაბიჯზე -  წაიქცევა.

რომელი  ერთი?  საძრახისია ყველა
ნაბიჯი მისი, ჩვენი ზნეობის ზომით 
და ზედმეტია ,, ვაი, შვილო!” და შველა,
არც უნდა ჩვენი შესაძვრენ-გასაძვრომი.

მათზე   ნათქვამი  სიტყვა - შხამიანთასობს, 
მაგრამ ცხოვრება სწორედ  მათით რომ  ფასობს?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი