იორდანე


#ლექსები

ნინო დარბაისელი

 იორდანე

(სინდეტონური სონეტი)

გამცვდარი ჩითი თუ რბილი  ბამბაზია, 
ხედავ? - პოეზია რარიგ მორჩილია;
თან  ნათლის მცემელი  - როგორც  ემბაზია, 
თან ცივშხეფოვანი,  შიგ როცა  ჩვილია.

წყალი მდინარისა -  აქ უფრო ცივია.
მტკვარი ან იორი -  ჩვენი იორდანე, 
 ვიღაცა კანკალებს, ირგვლივ -  სიცილია,
 ცოდოა? მადლია? -  ხმა გამიორდა მე.

“ესე არს ძე ჩემი, რომელი სათნო ვყავ” 
ხმაა და მტრედია, ჩვენ და  იოანე. 
ნათლისგან ვერასდროს თავს ვერ გავირიყავთ, 
დიდო  საიდუმლოვ,  სულში დაივანე!

წავალ და პარიზში  გადავიხვეწები,
დამიცევ სამებავ,  ამას   გეხვეწები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი