მდინარე მლეთა (სონეტი)


#ლექსები

ნინო დარბაისელი

მდინარე მლეთა
(სონეტი)


ხმა-  უცხო, გზა - ვიწრო და  კუნაპეტია,
სავალი - საკენტო თანაც.
რა გერგო ასეთი, რით ვერ დაგეტია,
თან  რომ სულ  დაგქონდა დანაც!

 მიდიხარ!  მდინარის ჩაგითრევს მორევი,
 მინდვრამდე? -    ვერ გახვალ ალბათ.
იწვალე, იბრძოლე და ყველას მომრევი
- დაეცი!  - დარჩები  ამბად.

თვლიდი ღვთის წყალობად და თურმე სასმისი არა წყლით, ბალღამით ავსე.
 ასეა, წესია, ყველამ -  სვას თავისი, 
 თქვეს მკვდრებმა, მდგომებმა  თავზე.

 ნაპირზე რიგია სავალის  გამლევთა, 
 მარტოა მენავე. მლეთა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი