ეგვიპტე. ჰატშეფსუტი
#ლექსები ნინო დარბაისელი ეგვიპტე. ჰატშეფსუტი* (სონეტი) - შენი სიყვარული უდაბნოს სილაში მარხია. წლობით დაფარული, აქამდე ვერც ვინ შეარხია. კვლავაც ქარებია - - თვალების ცრემლებით ამვსები, ვერ მიჰკარებია შენს ხსოვნას ნესტი და ხავსები. ლანდო - ჰათშეფსუტის, ხილვავ თანამდევი მხევლისა, ჟამთა შენასრუტის - მსხვერპლისა თუ საკურთხევლისა. ახალნი - ხმებიან, აქ - ათასწლოვანი ხმებია. _ _ _ * (ქალი-ფარაონი. ზოგი ვერსიით, ებრაელთა მოსეს აღმზრდელი. მეტოქე თუტმოს III- მ სცადა ყ ელგან მისი კვალის წაშლა, რასაც ადამიანები ანადგურებენ, ქვა - ინახავს)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი