პარიზი (სონეტი)
#ლექსები ნინო დარბაისელი პარიზი (სონეტი) ვართ მნახველები ამერიკიდან, ვერ დაგვადებენ, ვიცი, აქ ვალებს, ფიქრობენ ჩვენზე - “ლამის გვიყიდა” მე კი - დავეძებ ქართულ ნაკვალევს. სულ სხვაგვარია თურმე მონმარტრი, არა - როგორიც წარმომედგინა… ესეც მრავალზის ჩემი ნანატრი, ჩვენ “გრანდ ოტელში” დავიდეთ ბინა. ვნახე როდენი, ვნახე ორსეი და ეიფელის კოშკიც ვიხილე. სავსეა ქუჩის მუსიკოსებით, მიმოდის ხალხი - სულ მოღიღინე. მსოფლიოს ნახვა ეყოფა? რისი? უძლებს მნახველებს მჭიდრო პარიზი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი