ფეხმძიმე გრაცია


აუუუუ! თითქმის ოცი წლის წინანდელი რაღაც შემახსენა ფეისმა. ლექსის თხზვის ტექნიკა ახლა , მჯერა, გაცილებით უკეთესი მაქვს,  მაგრამ  ვფიქრობ, განცდათა გადმოცემის ეს უშუალობა  “სიცინცხლე”დამიკარგავს

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ფეხმძიმე გრაცია 

ჭორფლიან სახეზე - ღიმილი,
ნაბიჯი -  ბაჯბაჯა, ნელი,
წინ - გამოზნექილი მუცელი,
უკან - შეზნექილი წელი.

სადღაა გრაცია! უბრალოდ აცვია,
რაღა მოიხდინოს, აბა,
რომ აღარ ეტევა აღარც ფეხსაცმელი,
არც გამოყვანილი კაბა?

ო,ეს ვიტრინები როგორ აუვსიათ!
სავსეა თაროც და დახლიც.
თვალით ჭამს ნუგბარებს და თუ შეასწარი,
შეკრთება,თავს მორცხვად დახრის.

თავადაც არ იცის,ზოგჯერ რა აცინებს
ან რაზე უტირის გული.
ხან უცბად ღელდება,ხან უცხოდ ნაზია,
ვით ლეღვი,ედემში რგული.

და მკერდქვეშ უტოკავს მწიფე საიდუმლო
და მკერდისთავები ეწვის.
უკან მოიტოვა პირველი ეჭვები,
წინ კი - წინ ხიდია ბეწვის.

ყელი აქვს შიშველი და ყელზე - გიშერი.
ავთვალო,ავსულო,ნუ მიეკარები!
ღმერთო.შენ უშველე!
ღმერთო,შენ უშველე!
ღმერთო,
დაიფარე ფეხმძიმე ქალები!

1998

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი