პარიზული საღამო (სონეტი)


#ლექსები
ნინო დარბაისელი

პარიზული საღამო
(სონეტი)

კვლავ პარიზში დავეშვი.
უკრავს აკორდეონი,
ჩანან სიუკვდავეში
სულნი  უკიდეონი.

სენა ისე მშვიდია,
ვის ახსოვს ნაგემები.
აქ საათის შვიდია,
- ქუჩის წარმოდგენები!

“-ეს რა ლიტურგიაა?”
ვუცქერ, ვერ გამიგია.
ყველაფერი ღიაა,
რესტორანთა რიგია.

არაამქვეყნიური
გვაწვიმს შამპანიური!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი