კლოუნთა სონეტი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

კლოუნთა სონეტი

ყოველთვის უსმინე კლოუნებს, 
 ვითომ რომ შტერობენ ისინი,
არ უსმენ? - თავს მოგაკვლევინებს, 
როცა  გაისმება სისინი.

გგონია, შემთხვევით წამოსცდათ, 
რაც გაიგონე და არ გჯერა,
 ნათქვამი -  მიიღე გამოცდად,
 ჰოდა, მოემზადე ამჯერად!

სიავე მათით  იტესტება.
ვინ ეტყვის: -  ასე  იტყუებით?!
 კანონი არის თუ წესდება, 
 ჯერ  ბრიყვის ჟღერდება სიტყვებით.

 “ ფუჰ! ჭიას  ავყვები?!- ფუჭია!”
 რა ჭია!  ავი  მუხრუჭია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი