ნორმანდიული სონეტი
#ლექსები ნინო დარბაისელი ნორმანდიული სონეტი ჰორიზონტი - შავი. არხის შორი კიდე, აზრმოუხარშავი ლანდებს ავეკიდე. თვალაკრული, ბნელი, მელის - პირატია! თავგანწირვა მცველის - არაპირადია. ბრუნავს კარუსელი ნორმანდიულ ფერთა! მივეკარო სველი? სატრაპეზოს ბერთა, ბოდლერი და მონე, … მონეს დავემონე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი