ვერსალი
#ლექსები ნინო დარბაისელი ვერსალი (ვტიროდი ხარბად მარტოობით ნაალერსალი- ვ. გაფრინდაშვილი) ჭალები და ჭაობი?! არსად ჩაგვირჩა ობი! არ მოედოს მცველს ალი, მცველს მოითხოვს ვერსალი. ენის- კმა - სარსალია! ჯერ კლდე დავდგათ სალია, იმდენი ვასალია, ნამდვილი ვერსალია! კარისკაცთა ნაღები! ერთმანეთზე საღები, შიშით არა - ლაღები, ყველგან - იარაღები, არსად არ წასაღები. ბრძოლა - განაჩაღები, დამჩნეული დაღები, ჩანან პირდანაღები მაღალი პარმაღები. ფანჯრები- გასაღები, ფანჯრებიდან - თაღები, გვირილათა ბაღები. სასახლეში, მარია იმდენი სტუმარია, ვინც მუდამ მდუმარია, დღეს რაღაცამ არია, დარდი აქ - საკმარია! გარეთ - ნაწვიმარია. საიდუმლო კარია? ხელი რატომ ჰკარია! ზოგჯერ სიბრძნე, მარია ძნელად მოსახმარია! გარეთ გახვალ?! - ვაია, შიგნით შეხვალ?!- უია! მესა მიდის, ლუია, ისმის ალილუია! ბოლო მესის ჯერია? ძნელი დასაჯერია! კარი - ვინ კამოკეტა, თავს - ვინ- გადაამეტა?! ვინ გაიმეტა, ნეტა? ასე ანტუანეტა. იწვის, იწვის ვერსალი. მოედოო - მთელს - ალი, ჩემს დროს ვერსალი - - ლუის ნალერსალი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი