პაატა ნაცვლიშვილზე ნატირალი
#ლექსები ნინო დარბაისელი პაატა ნაცვლიშვილზე ნატირალი გულგასიებულზე ხმა-ღა ამიხავდა, სათქმელი რაღა შემჭამს მეტი, რო, თქვენ მანდ ერთმანეთი მაინცა გყავთ და მე რა ვქნა, ვის გამოვეტირო?! დღეს იტყვის მრავალი, თავზე მყვებოდაო, ერთი - იმათ შორის ხომ მეცა ვარ, დამპირდა, ჩემს ტომებს განახებო, დაო, აქედან - სანახავად - როგორ მომეცალა! რა ვქნა, აღარ ვიცი! ნეტა გაეტანე, ტროტუარზე მიმავალი - რაიმეს, ანდა ყოფილიყავ ადვილად სადანე, როგორ გაგვიწვალდი, ვაი, მე! თან ახლოვ - თან აღმძვრელო უცხო რიდის, სიტყვა შენსაფერი - მე ვერ გამომიდის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი