მულენ რუჟი - წითელი წისქვილი
#ლექსები ნინო დარბაისელი მულენ რუჟი - წითელი წისქვილი (სონეტი) პარიზული მითებით, დანაღმული ქუჩები, ძველი მაგალითებით აწმყოს გადაურჩები? “მულენ რუჟში”კვლავ ისმის ოფენბახის “კანკანი”, შამპანური შეისმის, არის ჟრჟოლა-კანკალი! მაქმანები, საცვლები - თეთრად მოქათქათენი, ყველას დაენაცვლები ბარში ღამენათევი! გტოვებს კისერმოდრეკილს ხელოვნება ლოტრეკის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი