ცრემლმლაშესი. პერ ლაშეზი (სონეტი)


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ცრემლმლაშესი. პერ ლაშეზი
(სონეტი)

სასახლე თუ საფლავები
სხივ-სირმით იფარჩება,
ლუვრის მერე აქ დავები, 
ბოლოს მაინც  ქვა რჩება!

გალავანზე  - ვინც  აქაა,
ყველას გვარ-სახელია.
მარმარილო - მაინც ქვაა,
ცივია თუ ცხელია.

მტრედიც - არის, ყვავიც - არის,
სხვა ჩიტებიც  დავლანდე, 
ძაღლის ნახვაც  გულს უხარის, 
საფლავების დავლამდე.

აქეთ  რა მექაჩება?!
კაცი კვდება  - ქვა რჩება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი