ენამწარე


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ენამწარე
 (სონეტი)

არაფრისთვის ნაციხარი
მეგობარი პანაშვიდზე შემხვდა ერთხელ, 
მოვიკითხეთ მთა და ბარი, 
გიხდებაო, რა ლამაზად შეიფერთხე!

მომიკვდაო, მითხრა, მამა,
რა დამრჩაო?! - ცარიელი დანაბარი.
გულში გამკრა. არ მეამა
გარდაცვლილზე უმანძილო საუბარი. 

შიგნით რაღაც მომეყინა
უნებურად მწარე  სიტყვამ   გამიელვა. 
მოვიწყინე, მოიწყინა
მზერაწრფელმა და ციხისფრად პირყვითელმა.

პირსმომდგარი  რად ვუთხარი!
თვით ჰქონია  დღეს საფლავი განათხარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი