კიდევ ერთი მეგობარი (სონეტი პაატა ნაცვლიშვილს)
#ლექსები ნინო დარბაისელი კიდევ ერთი მეგობარი (სონეტი პაატა ნაცვლიშვილს) გარბის ნუკრი, მისდევს შველი და ფოცხვერი უდგას კვალში. ყინვიანმა ამ ზამთარმა დამთოვა. კიდევ ერთი მეგობარი წამივიდა წარუვალში, წარმავალში კიდევ ერთმა დამტოვა. სიზმრები-ღა შემარჩინეს გაკრეფილმა მეგობრებმა. (ცხადშიც - ვიყავ ბევრის ნახვას ნატრული). დამადინჯეს, დამაბრძენეს მათთან ხშირმა საუბრებმა, მოვლენ - ვხვდები მუდამ პირგაბადრული. ზოგს სიუხვე მოსდგამდა და ზოგს სიძუნწე- სიუხეშეც, არ ყოფილან თუმცა ყოფის ჩარჩები! მე იმდენი მეგობარი წამივიდა სამოთხეში, ჯოჯოხეთში მოვხვდე?! - მარტო დავრჩები. ეჰ, უფლება ჩამომერთვა, მინდოდეს და ცუდი ვიყო, ანდა ცუდთან რამე ლუკმა გავიყო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი