ისევ პაატა ნაცვლიშვილს - სონეტი
#ლექსები ნინო დარბაისელი ისევ პაატა ნაცვლიშვილს (სონეტი) მე მომკლავს ჩემი ხასიათი - - გამსუბუქება - რომ ჭირი - მუდამ - ხამს იაფი - - თითქმის ჩუქება! თვალცრემლიანი ვიცინოდე, როდესაც მიჭირს, სიკვდილს ვუყურებ, ვიცი, ოდეს, სიცილის ნიჭის ჩანჩქერი ვიყო, მეგობარო, და ვყლაპო დარდი? თუ გასაძლებად მივებარო, ვისაც უყვარდი? სადა ხარ, სიზმრად? იქნებ ცადა? რამე მეცადა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი