ლუვრის სონეტი


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ლუვრის სონეტი


პირამიდა - დიდი და
პირამიდა - მცირე.
- სენას მოვდევ ხიდიდან - 
წრფელად შემოგცინე.

ვარდისფერი  მეგონა!
-კიბეებზე ვამბობ.
შეცდომით გაგეგონა.- 
 - აქებ, დითირამბობ.

 -არ გეყოფა ცხოვრება,
სულ რომ ნახო ლუვრი!
 -სად რა გვემახსოვრება?!
- ერთსაც  ჩამოვუვლი!

- როგორ  გინდა, დაოკდე?
 - მე - აქ - უნდა მოვკვდე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი