მარიაჟობა ლუი ვიტონით
#ლექსები ნინო დარბაისელი მარიაჟობა ლუი ვუტონით პარიზში რომ ვიგრძენი, გავხდი აგრესიული, სხვების შესაძენების სიაც მქონდა სიური! მაგრამ უცებ გამიჩნდა ზრახვა რამ “მე- სიური”, მეტი საქმე არა მაქვს, დავრჩე დეპრესიული! არაფერი მინდოდა გერმანულ-პრუსიული. დავუყევი შოფებს და ჰქონდათ ფასდაკლებანი, ჩემი გულის სიმები ჟღერდა, როგორც ებანი, რისი მორიდებანი, თავის გადადებანი, მეც ქალი ვარ, მეც მინდა თავზე დავიცე ბანი! ახლობლებიც გამიწყრნენ, კიდეც გამებუტონო, უსაჩუქროდ დავბრუნდე, აღარც ჩამეხუტონო, ჩანთავ, კაშნევ, საფულევ, მაინც თქვენ შეგიძინეთ ერთად ლუი ვუტონო, ჩემო ლუი ვუტონო! შემოდგომაც მოვიდა, “ტოტით” მორთულ- მართული, ყელზე - კაშნე, საღამოს - კარგი “ფართი”- ფართული! სულ არ არის ცხოვრება მოსაწყენი და რთული. ფრანგულ - ლუი ვუტონთან, ესეც ლექსი - ქართული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი