პარიზი. არდადეგები (სონეტი)


#ლექსები
ნინო დარბაისელი

პარიზი.  არდადეგები
(სონეტი)

მე ლუქსემბურგის  ბაღიდან
მომდევენ ქანდაკებები.
ტრიუმფალური თაღი და 
გამარჯვებულთა ვნებები

ჟამკარს მირევენ ყოველღამ.
შევეგებები, ვეგები 
 ფეხქვეშ. აჩრდილთა ამ ტალღამ
დამქანცა განაშლეგები.

 გარედან - მშვიდობს ყოველი
არ მოჩანს რამ დილეგები, 
კვნესა მომესმის  ცხოველი,
გადარჩენაა - ეგები.

დგანან  არდასადეგები - 
ცაში - ღრუბლები - ლეგები.


- - - - 
ილუსტრაცია აღებულია გვერდიდან ,, ფოტო ამბები”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი