კლიმაქსური სონეტი


#ლექსები
ნინო დარბაისელი

კლიმაქსური სონეტი


აღარაფერი მიხარია,
აღარც   ფრთები მაქვს.
ქედი?! - სიმძიმით ნახარია.
ვაბრალებ კლიმაქსს.

- რაღა დროს ჩემი კლიმაქსია! 
თავს შევუძახე.
სადარდებლების  მიდევს  სია,
ლხინი - ვერ ვნახე, 

ან იქნებ იყო. ნალხინარი
ვის აგონდება;
ვისღა მოესმის  ხმა ნარნარი?
- რჩება გოდება.

 მფარველ ანგელოზს გაეღვიძა!
- უნდაო ძიძა?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი