ყველა სიყვარული - სიყვარულს დაირქმევს - სონეტი ოგიუსტ როდენს


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ყველა სიყვარული - სიყვარულს დაირქმევს

(სონეტი ოგიუსტ როდენს)

 შავი ანგელოზი ზედ დაგეკონება, 
როდესაც დაცემულს  გნახავს.
 გრძნობებს ვერ ერევი, გერევა  გონება,
 ვერ  არჩევ ხავსსა და ნახავსს.

დარდით გადაღლილზე რომ გთენთავს -  რულია
და  გვიან მოსული  ცოდნა:
ღმერთის სიყვარული - ხომ სიყვარულია, 
ცოდვის სიყვარული - ცოდვა!

თვით კრიმინალიც კი  - სიყვარულს დაირქმევს, 
მკვლელიც  კი კეთილად  სახეს.
“მოტყუვდნენ?!  -  მოტყუვდნენ!”   - იფიქრებს და იქვე
ვერ ხედავს დაგებულ მახეს.

 სულ მისი ბრალია,  ვინც უხილავია,
 არია კეთილში -  ავი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი