ნიანგური
#ლექსები ნინო დარბაისელი ნიანგური ფულჩასაკუჭი არ ჩანს ჯიბე, თუა ჯუნგლები. ჯუნგლები?! - კი გვაქვს, თავი მაინც ხალხი გვგონია. გამოგვივსია ბინადრებით ნანგრევ-უნგრევი. ჩვენ რომ ჭირი გვჭირს, ყველა ჭირი მონაგონია. რომ გააჩინო, რა აჭამო, რით შეინახო?! წინ რა მოელის, ვინც რომ შენგან გაჩენილია, გაკაფულია სხვათა მიერ აწ შენი ახო. ხატს ვერ შესტირებ, “ დამიფარე, ვაჩენ, ილია!” სადაა მამა, საჭიროა ლოდინი ანკი? მშობიარობას აქ არ უნდა დიდი მზადება. თეთრმუცლიანი გაპარჭყულა წყალში ნიანგი, მუცლიდან ოთხი ნიანგუნა დაებადება. აქ მენატრება მოცინარი, ჩემი(!) მკითხველი. გაიხალისოს, ამ ხუმრობის თუა გამგები! ცაც ხალისდება, თუ ბჟირდება სიცილით ხმელი.. ვგრძნობ, იმრავლებენ მოტირალი აქ ნიანგები! სხვა გვერდზე ვიღაცამ მკითხა, სასაცილო აქ რაღააო. P.S. სასაცილო რაღააო, არა?! სასაცილო ისაა, რომ ნიანგი - არაა ცოცხალმშობიარე. ხელოვნური ინტელექტის ხუმრობაა ეს. ნიანგუნები - კვერცხიდან იჩეკებიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი