მიცვა
#ლექსები ნინო დარბაისელი მიცვა (სონეტი - მემორია შ. ბოსტანაშვილს) ლეგა ღრუბელი მიწვა. საწვიმად ნალიცლიცი, არა - რაიმეს ფიცვა, რა გამახსენდა, იცი?! პასექს - ყუთებით მაცა, ცა როცა გაიცრიცა. შენი დაბალი ხმაცა, ამბობდი: “აი, მიცვა!” - მოვდივარ, ცოტაც მაცა! სამტკიცი ვინ ამტკიცა, ანდა ცოცხალმა კვლაცა, აქ - დანა- ვინ დაიცა! მიცვა და ძმური სმაცა, მე მენატრება მაცა! - - - მიცვა(ებრ.)- მარტივად - კარგი საქმე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი